მურმან ლებანიძე - "ორღობის თოვლში კაცები დგანან"

ორღობის თოვლში კაცები დგანან _
ჰკვნესენ, კასპისას კლდეს გასცქერიან,
`ვეფხისტყაოსნის~ სამებას ჰგვანან _
თოვს და სამშობლოს ზამთარს შვენიან...

არც ნამეტნავად მთვრალები ჩანან,
არც მთლად ფხიზლებში სწერიან...
`საქართველოო, ლამაზო~... _
ჩემი დაიას ლექსსა მღერიან.

Murman Lebanidze - Orgobis Tovlshi Kacebi Dganan
მურმან ლებანიძე - ორღობის თოვლში კაცები დგანან

No comments:

Post a Comment