მელნისფერია სამშობლოს ღამე,
უახლოვდება
თვითმფრინავი ქვეყანას შენსას,
რას, რას გაგონებენ სამშობლოს მთები
მელნისფერ
ღამეში?!
მარადისობის
ნაპირებთან დაბმულებს ჯაჭვით,
ღუზაჩაშვებულთ
და გატრუნულთ უკაცურ ყურეში
(რომელნიც თვლემენ
და ელიან მზის მობრძანებას!)
გიგანტურ კრეისერებს...
ოდესმე უნდა ზღვა ახმაურდეს:
ტრიუმებიდან
მეზღვაური მოაწყდეს გემბანს,
ატყდეს ფუსფუსი,
გადაძახებ-გადმოძახება -
მზის შესახვედრად
გიგანტური
აიძრას ფლოტი.
Murman Lebanidze - Tvitmfinavidan
მურმან ლებანიძე - თვითმრინავიდან
No comments:
Post a Comment