მურმან ლებანიძე - "გადმოვიარეთ მთა-მარანგოტი"

გადმოვიარეთ მთა-მარანგოტი,
ტბა, რომელს ვუხმობთ ერწოდ,
ჩვენს ქართველ ხალხზე ვლაპარაკობდით,
მის აწმყო ხვედრზე კერძოდ.

მიდის თუ არა წინ საქართველო
და, თუ წინ მიდის - რა მხრით?!
და ჩვენ შევთანხმდით: უპირველესად
ხალხით, ხალხით და ხალხით!

ცოტაა განა სიმწიფე აზრის,
შეხლა-შემოხლა მკაცრი?!
ახლა მეტია ამ ცხოვრებაზე
დაფიქრებული კაცი...

მწიფს რაღაც საღი, რაღაც ახალი
და დაფიქრების იქით
ხვალ გამოჩნდება უფრო მაღალი
„ცა - ვარსკვლავების ჭიქით“.

Murman Lebanidze - Gadmoviaret Mta-Marangoti
მურმან ლებანიძე - გადმოვიარეთ მთა-მარანგოტი

No comments:

Post a Comment