მურმან ლებანიძე - "საბრალო ჭიანჭველავ - ადამიანო!"

საბრალო ჭიანჭველავ - ადამიანო!
შემოგიდევს კიდური ყბაზე,
გამოშტერებულხარ,
მობუზულხარ სიკვდილის შიშით,
სწუხარ, ცას გინდა გამოეკერო,
მარადისობას ესრაფვიან შენი ზრახვანი...

გახედე ვარსკვლავებს,
ვარსკვლავთ ჯგუფებს - გიგანტურ ცეცხლებს!
შენ კი არა და, სამუდამოდ არარა ჰგიებს,
დაქანდებიან
ხომ დროდადრო ეგ ვარსკვლავებიც,
ჩაქანდებიან სამყაროს უფსკრულებში,
ჩაიჩეხებიან...

იყვნენ ოდესმე ვარსკვლავები -
არღა არიან!

Murman Lebanidze - Sabralo Chianchvelav - Adamiano!
მურმან ლებანიძე - საბრალო ჭიანჭველავ - ადამიანო!

No comments:

Post a Comment