მურმან ლებანიძე - "უარესია სკლეროზი ჭლექზე"

უარესია სკლეროზი ჭლექზე
(შენ მოხდილი გაქვს ეგ ჭლექი ხილად!),
ისე ადვილად არ მოგდის ლექსი,
რომ მოგდიოდა ოცი წლის წინათ.

კი, მახსოვრობის საცერი გაცვდა,
ბევრი გაცრა და ბევრიც დალექა;
სხვა სატკივარიც ათასი გაჩნდა
და დრო დაგყვირის პოეტს „არიქა!“

შენ კი წერ შენსას,
შენ შენი გახსოვს, -
ყელს არ მოიღერ ახლის სათქმელად, -
წერ, რაც გახრჩობდა და დღესაც გახრჩობს,
და სულს აჩნია ძაღლის ნაკბენად!

Murman Lebanidze - Uaresia Sklerozi Chleqze
მურმან ლებანიძე - უარესია სკლეროზი ჭლექზე

No comments:

Post a Comment