ჩემს რევაზს, ჩემს იზოს - ჩემს ძვირფას დაიას:
ეს ჩვენი წილხვედრი დღეები ჩაიარს...
(გაგრძელდეს! გაჭრელდეს! ვარ ამის მთხოველი,
კი! მაგრამ ჩაირბენს, ჩაიფრენს ყოველი!), -
ჩაქრება - სანთელი, მელანი - დაშრება
და, რაკი სიკეთის გრძელია არსება,
დარჩება ეს წიგნი და წიგნთან მარადჟამს
ჩვენი მეგობრობის ყვავილი დარჩება!
Murman Lebanidze - Warwera Wignze
მურმან ლებანიძე - წარწერა წიგნზე
No comments:
Post a Comment