მურმან ლებანიძე - "კაცი გულჩაბოღმილი"

კაცი გულჩაბოღმილი,
ვთქვათ თუ მართლაც ჭირშია,
მარად ყურჩამოყრილი
შენს მტერს! - საძრახისია!
ათოვს, აწვიმს ხეობას,
ავდრობს, დელგმის შიშია...
მეტისმეტი მხნეობაც
(მაგ დროს!) რეგვნის ტვინშია!
ხოლო ვინც მღერს ჰარალეს,
ვინც გვარწმუნებს - ლხინშია.
ჩვენი კაცი არ არის,
და ჭიტლაყირს ღირსია!
მე პირადად, ამ სახით
ვცხოვრობ, ესრეთ მიცვნია:
იმედების ჩახჩახიც,
ყურჩამოყრაც სხვისია -
თავს ვიმხნევებ მათრახით,
თუმც სიბერემ მიწია,
ბაჩა ცხენის ჩაქჩაქით
გზას ვადგივარ, ბიძია!

Murman Lebanidze - Kaci Gulchabogmili
მურმან ლებანიძე - კაცი გულჩაბოღმილი

No comments:

Post a Comment