გვიყვარს ახალგაზრდობა,
თავს დავზრუნავთ, ვაკვდებით:
ჩვენ - ზემოდან დავცქერით,
ის - ქვემოდან, აგდებით...
ცოტა გვაღიზიანებს,
მაგრამ მაინც ვმაღლდებით:
ჩვენ - ზემოდან დავყურებთ
ის - ქვემოდან აგდებით...
არა, ხომ არ დავფიქრდეთ, -
რა ხდება და რა ვხდებით:
ჩვენ - ზემოდან დავცქერით,
ის - ქვემოდან, აგდებით...
ნუ შედრკებით, კარგებო,
სავარძლებით, ტახტებით!
ჩვენ - ზემოდან გიყურებთ,
თქვენ - ქვემოდან, აგდებით...
ზოგში ჩვენ ვართ მტყუანი,
ზოგში -
ჩვენსას ჩახვდებით!
Murman Lebanidze - Gviyvars Axalgazrdoba...
მურმან ლებანიძე - გვიყვარს ახალგაზრდობა...
No comments:
Post a Comment