გილოკავენ ხორბლისფერ ძუძუს,
ლურჯი ჭალები -
მოფენილია გვირილით...
სიწრფელე მამრის
შენდამი ითხოვს ჩურჩულს,
შეცდომა არის
გრძნობათა მხელა ყვირილით.
უმარტივესი,
უბრალო სიტყვით გეუფლები,-
არც ხრმალ - დამბაჩით,
არც მაჭახლით და ხირიმით,-
"წამოხვალ-მეთქი?!" -
ყურში ჩურჩულით გეუბნები,
"თუნდაც სიკვდილში!" -
შენ მეუბნები ტირილით.
მურმან ლებანიძე - ურჩი ჭავლები...
No comments:
Post a Comment