ლანგარი ნიგვზით, თაფლით, არაყით
ცოლს მოაქვს ხორცის ხარჯად, საწვავად,
და მოდის ღამე - განცდილ-ნანახით
სულის საწეწად და საძარცვავად...
ყოველ ოც წუთში მე ვისხამ არაყს
და მთელი ღამე, რაკი შევთვრები
და რაკი მყობადს ნისლები ფარავს,
აწმყო-წარსულის გზებზე ვერევი...
მაინცდამაინც არა ვარ მთვრალი:
აწმყოზე ფრთხილად მიჭირავს თვალი,
წარსულის ვიცი ყოველი ხვრელი,
მომავლის მესმის როგორმე ვალი...
ამგვარად ვეძებ მე ოქროს თევზებს, -
ბევრი მათგანი გვერდს ვერ ჩამიარს, -
შენ რაფრად, რა გზით შენს ძვირფას ლექსებს?! -
მაინტერესებს, ჩემო დაია!
Murman Lebanidze - Langari Nigvzit, Taflit, Arayit
მურმან ლებანიძე - ლანგარი ნიგვზით, თაფლით, არაყით
No comments:
Post a Comment