მურმან ლებანიძე - "მეწადა, ქართველს მევლო ქართველად"

მეწადა, ქართველს მევლო ქართველად,
ის, რაც მწამდა და მკლავდა, მეხატა,
ვგონებდი, მშობლის ასე ადვილად
სესხი და ვალი გადამეხადა...

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით!
ხვალ-ზეგ მომსვლელი, ალბათ, მიხვდება:
მხოლოდ სიკვდილით! - ცხოვრებით გრძელით
სესხი და ვალი არ გადიხდება...

შენ ჩემი წიგნი სახსოვრად გქონდეს, -
მე მზის ქართულის მითქვამს სიცხოვლე -
ასიათასჯერ მე გიხდი ბოდიშს -
მაპატიე, რომ დიდხანს ვიცხოვრე!

მივალ! მივდივარ! ვღონდები შენით
და ყელგაღადრულს აქ მრჩება თვალი...
გადაუხდელი ცხოვრებით გრძელით
მიმყვება შენი სესხი და ვალი!

Murman Lebanidze - Mewada, Qartvels Mevlo Qartvelad
მურმან ლებანიძე - მეწადა, ქართველს მევლო ქართველად

No comments:

Post a Comment