მუხრან მაჭავარიანი - დიდი ბედნიერება

ლამის გამგუდოს, როგორც ნამქერმა,
უხმო ბღავილმა გარეთ და შიგნით:
ბედნიერება არის რამხელა!
ბედნიერება არის რამხელა!
თავისუფლება
რომაა ფიქრის!

ეს სინამდვილე ვის არ აღელვებს
(საღად აზროვნებს უკეთუ იგი):
ბედნიერება არის რამხელა! -
ბედნიერება არის რამხელა! -
თავისუფლება
რომაა ფიქრის!

Muxran Machavariani - Didi Bedniereba
მუხრან მაჭავარიანი - დიდი ბედნიერება

No comments:

Post a Comment