საქართველოსი ვინც არი მტერი
და არ იციან იგი ვინ არი!
ვინც დააწიწკნა
ოცნებას ფრთენი,
კლდეს მიაჯაჭვა
ვინც ამირანი! -
ვეებერთელა სიამოვნებით
იუდასავით ვეამბორები.
ოღონდ ამჯერად ვერხვისა ტოტო
(მადლად გეთვლება რომელსაც ცოდვა), -
არა იუდა
იტვირთო უნდა,
უნდა იტვირთო
იესო თვითონ!
Muxran Machavariani - Ogond Amjerad Verxvisa Toto
მუხრან მაჭავარიანი - ოღონდ ამჯერად ვერხვისა ტოტო
No comments:
Post a Comment