გამანდო ცეცხლმა,
გამანდო დელგმამ;
რაც მელოდება,
ვაი, რომ, - ვიცი...
თუმცაღა ბევრი იბღავლა თერგმა,
მერე და მერე
დაოკდა ისიც.
ნათქვამი ჩემი
იბარტყებს, მჯერა,
რამეთუ ჩემსას წყალს აწვდის გარჯას
არა ეს,
რასაც მოიცავს მზერა,
არამედ იგი,
რაც თვალით არ ჩანს.
Muxran Machavariani - Gamando Cecxlma
მუხრან მაჭავარიანი - გამანდო ცეცხლმა
No comments:
Post a Comment