თენდება...
ზეცა ჯერჯერობით ცარიელია...
ჯერ კიდევ მთათა გადაღმაა დიადი მზე...
დილა რამდენიც გატენდება ამიერიდან, -
იმდენი სიცოცხლე შენ!
გათენდა!
მინდვრებს განეფინა ბევრი ნათელი...
ეალერსება დედამიწას დიადი მზე...
ახლა ფოთოლი უშრიალებს მუხას რამდენიც,
იმდენი სიცოცხლე შენ!
იყოს, სამშობლოვ, კურთხეული შენი ყანები!
კურთხეულ იყოს შენი ზღვები, შენი ხეები!
მდინარეები - ქალიშვილის თეთრი მკლავები,
ქალიშვილები - უკარება მდინარეები!
პატარ-პატარა ღელეებიც იყოს დღეგრძელი!
კრიალა ზეცას გიმშვენებდეს მთვარე ნაცნობი!
დღემდე არავის შეუძლია - შენ რაც შესძელი! -
ამიერიდან შენ იცი და... შენმა კაცობამ!
Muxran Machavariani - Imdeni Sicocxle
მუხრან მაჭავარიანი - იმდენი სიცოცხლე
No comments:
Post a Comment