მუხრან მაჭავარიანი - რისთვისღა...

წავალთ,
ჩვენც წავალთ,
ვით ჩვენამდე წაბრძანდა ბევრი!
რომ წავალთ, -
ჩვენგნით რა დარჩება ამქვეყნად მერმე?!

როდემდე უნდა იამაყოს ქართველმა ხალხმა
ისევ და მხოლოდ:
გინდ შოთათი,
გინდა ცოტნეთი?!..
დევგმირთა ძველთა
ვერ შევმატებთ უკეთუ ახალთ?! -
რისთვისღა ვხედავ ამდენ ვაჟკაცს?! -
ვაჟკაცს მოტრეტილს!

Muxran Machavariani - Ristvisga...
მუხრან მაჭავარიანი - რისთვისღა...

3 comments:

  1. კარგია

    ReplyDelete
    Replies
    1. არც ისე პატარაა მაგრამ,მაგრამ...

      Delete
  2. რაღაც აკლია

    ReplyDelete