მას უკან,
რაც გაჩნდა ხალხი -
ერთს გემუდარები მიწყივ:
თქვი...
თქვი...
თქვი! -
ღირს? -
ღირს თუ არ ღირს! -
პასუხის გამხადე ღირსი.
უაზრო ხმაური არ მსურს.
უაზრო დუმილი მიჭირს.
უკეთუ არ გამცემ პასუხს -
შეკითხვის წამართვი ნიჭი.
Muxran Machavariani - Tqvi
მუხრან მაჭავარიანი - თქვი
No comments:
Post a Comment