მურმან ლებანიძე - "ცხრაზე, როდესაც ქალაქი გარბის..."

ცხრაზე,
როდესაც ქალაქი გარბის,
ექვსზე,
როდესაც ღრჭიალით ბორბლის,
მძებნელი
სახსრის, საშოვრის, სარფის,
ახლა
ძუნძულით შინისკენ მორბის,

გამოდის კაცი ოცნებით გზაზე
და ფიქრობს, ვიცი, მოწყენით ასე:

რა ეშველება ქალაქის ცხვირ-პირს?!
ძმა, მეგობარი და ამხანაგი
სად, საით მირბის?!
როდემდე ირბენს,
როდემდე ირბენს
ჩემი ქალაქი?!

Murman Lebanidze - Cxraze, Rodesac Qalaqi Garbis...
მურმან ლებანიძე - ცხრაზე, როდესაც ქალაქი გარბის...

No comments:

Post a Comment