ლაზერის სხივი ელდად!
კოსმონავტიკა
ანაზდად გამოჭენდება...
მე ის მახარებს,
მე ის მაკვირვებს მეტად,
ფეტვის მარცვლიდან
ფეტვი რომ აღმოცენდება.
სასწაულია,
სასწაულია მეტი,
თებერვლის მერე
მარტი რომ გამოჭრელდება,
ფეტვის ყვავილი
რომ გამყარდება ფეტვად,
ფეტვის მარცვლიდან
ფეტვი რომ აღმოცენდება.
Murman Lebanidze - Teleteqnika Lazeris Sxivi Eldad...
მურმან ლებანიძე - ტელეტექნიკა ლაზერის სხივი ელდად...
No comments:
Post a Comment