დამნაშავეა, არა ძლიერი, -
ქედზე, წახრილზე, დამდგმელი უღლის,
არამედ სუსტი, გუდამშიერი -
დავიმახსოვროთ
კანონი ჯუნგლის!
თვითონ სისუსტე ჩვენი ვიწამლოთ, -
სხვისა ნუ შეგვშურს დიდების მქუხრის, -
დროა ვისწავლოთ, დროა ვისწავლოთ,
დროა ვიწამოთ
კანონი ჯუნგლის!
არსით საშველი! უნდა შევიძლოთ
შეკვრა წარბის და გამართვა მუხლის!
დროა შევიცნოთ, დროა შევიცნოთ,
დროა შევიგნოთ
კანონი ჯუნგლის!
Murman Lebanidze - Kiplingi Ityvis...
მურმან ლებანიძე - კიპლინგი იტყვის...
No comments:
Post a Comment