არ ვიცი ჩემში ჩასახლებულ სულს რა დავარქვა,
არ ვიცი როგორ მოვერიო, შინაგან ომებს.
არ ვიცი აზრთა მმართველობა სულ რომ წამართვა,
რას უწოდებენ დემონებს თუ ცის ანგელოზებს.
ტვინის უჯრედებს რომ აწამებს ცხელი შანთებით,
გონებას ტანჯვად თან დაჰყვება, ვით ავგაროზი.
არ ვიცი ჩემში რომ ჩასახლდა ასე უტიფრად,
ეშმაკის მოძმე დემონია თუ ანგელოზი.
Melano Zukakishvili - Demoni Tu Angelozi
მელანო ზუკაკიშვილი - დემონი თუ ანგელოზი
No comments:
Post a Comment