მელანო ზუკაკიშვილი - სიშორე

ახლა სიშორეს ვგრძნობ,
სუსხნარევ სიოდ შემოჩვეულ უწყვეტ სიშორეს.
ასე უთქმელ და ეჭვგარეულ ნისლს ვერ ვიშორებ.
მხოლოდ შენი ხმა ათბობს გრძნობის ქარტეხილს

და როცა ასე მჭირდებოდი, შენც შორს წახვედი.
ჰო, სიშორე მკლავს უსასრულოდ უტყვი სიშორე.
სიტყვა სივრცეში დაკარგული ვეღარ ვიპოვე
და ის ოცნება ბავშვობიდან, იმედებად შემოვიტოვე.

დრო-ჟამსაც ვერა დავაკელი, ფიქრად მაბერებს
ხელებსაც სუსხი შეერია, შენგან ნაფერებს.
სივრცე ფიქრებში რომ ვაქციე უწყვეტ სიმბოლოდ,
იქცა ნამქერად და მე მარტომ როგორ ვიბრძოლო.

Melano Zukakishvili - Sishore
მელანო ზუკაკიშვილი - სიშორე

No comments:

Post a Comment