შემოდგომისფერ ფოთლებს
ააშრიალებს ქარი,
სიზმრად ვიხილავ მლოცველს,
ხატებს რომ ჰკოცნის ქალი.
მუხლ მოდრეკილი შესთხოვს
და შეავედრებს უფალს.
ცრემლებს შეიშრობს ერთობ,
სევდას განაგდებს უმალ.
თხოვნა ერთი აქვს საწყალს,
უფალს ავედრებს შვილებს.
მადლობას ეტყვის მრავალს,
გულში იმედსაც ივლებს.
მისი თხოვნა და ლოცვა,
ღმერთამდე ასვლას ბედავს.
მუდამ შვილებზე დარდობს,
ყველა ნამდვილი დედა.
Melano Zukakishvili - Shemodgomisfer Fotlebs
მელანო ზუკაკიშვილი - შემოდგომისფერ ფოთლებს
No comments:
Post a Comment