ღიმილისფერი თვალები და გული გამთბარი,
ჩემს საქართველოს ვერ შემიცვლის უცხო მთა-ბარი.
ყელმოღერებით გადმოჰყურებს თბილისს მთაწმინდა
და ბებერ კლდეებს ვარძიასთან სითბო აწვიმდა.
შორიდან მიხმობს სამება და სვეტიცხოველი,
უცხო მხარეში ჩაკარგული ვეღარ მოვედი.
ქართველთ წმინდანნო, მომიტევეთ, ცოდვის შვილი ვარ.
გზააბნეული ნაცნობ კვალზე ვეღარ მივდივარ.
მე ამაყი ვარ, რადგან მქვია, შვილი ქართლისა,
დღეს მონატრების ცრემლები და სევდა არ გვინდა,
დღეს მე უბრალოდ შორიდან მსურს, რომ მოვეფერო.
ჩემი სამშობლოს ცად აზიდულ მთებს და ვუმღერო
ენას ქართლისას, გულს ქართლისას და რწმენას ქართულს,
მე ხომ ქართული ზეცის გარდა სხვა ზეცა არ მსურს.
Melano Zukakishvili - Zeca Qartuli
მელანო ზუკაკიშვილი - ზეცა ქართული
ან საქართველო ესე საიდან იგრძენი, თან გოგომ, თან ამ არეულ და ერთნაირ დროში.
ReplyDelete