მელანო ზუკაკიშვილი - "კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება"

კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება.
ცუდშიც კი.
წვიმაში ხომ ჩანს ცისარტყელა.
თუმცა... წვიმა თვითონაც კარგია...
მთავარია იგრძნო.
ზოგი წვიმას კი არა მზესაც ვერ გრძნობს!
აუცილებელი არაა გაგათბოს მზემ, რომ იგრძნო.
გაგიკვირდებათ და... მე ღრუბელიც მიგრძვნია...
ვცადე სხვებისთვისაც დამენახებინა ის, რაც მე ვნახე...
მათ სიცილად არ ეყოთ...
ჩემთვის კი ის არ იყო მხოლოდ ღრუბელი.
მას შემდეგ არავის არაფერს ვუხსნი...
დაე დაინახონ ისე, როგორც მათ სურთ.
არის რაღაცეები რისი დანახვაც მხოლოდ შენ შეგიძლია.
რასაც სხვა ვერ დაინახავს და ვერ იგრძნობს....
ბოლო დროს ადამიანებს
გრძნობების ნაცვლად საცეცები აქვთ.
ასე კარგად ფათურობენ სხვის სულში.
რა იცით იქნებ სხვას უკეთ შეუძლია სულის შეცნობა,
სულში ჩაწვდომა,
მაგრამ სულაც არ აფათურებს იქ ხელებს...
''ვის ებრძვით?
არ გეშინიათ?''
ერთი თხოვნა მაქვს.... მე ნუ შემეხებით....
ხომ ხედავთ, არც კი გიმჩნევთ...
გუშინ ბევრი ვიფიქრე ადამიანთა სნეულებებზე...
რამდენი საშინელი დაავადება არსებობს.
მე კიდევ ერთი აღმოვაჩინე...
"მიმბაძველობა"
საშინელი სენია მიმბაძველობა.
როდესაც ადამიანს არ გააჩნია საკუთარი აზრი
და სხვის ნააზრევზე ცდილობს ცათამბჯენის აგებას...
ასეთ ნაგებობას საძირკველი არ აქვს...
ადრე თუ გვიან თავზე ჩამოგვემხობა.
გიფიქრიათ რომელ სიტყვას ამბობთ ყველაზე ხშირად?
მე - გამარჯობას და მადლობას...
მიყვარს ეს ორი სიტყვა.
ყველა გამარჯობა, გამარჯვების საწინდარია...
ყველა მადლობა - უფლის მიმართ მადლიერება.
რა მნიშვნელობა აქვს ვის ეუბნები...
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,
ვინც კარგი, თუ ცუდი განზრახვით,
ერთხელ მაინც შემოჭრილა ჩემს სივრცეში...
ისინი მე საზრდოს მაწვდიან ფიქრისა და გაზრდისათვის.
ეს მადლოლბაც მადლიერებაა უფლისადმი...
რადგან ყველა და ყველაფერი მისგან მოდის.
უფალია ჩემი ყველა განცდის,
ყველა ფიქრის,   
ყველა მოქმედების ანი და ჰოე...
გმადლობ, უფალო!

Melano Zukakishvili - Kargis Danaxva Yvelafershi Sheidzleba
მელანო ზუკაკიშვილი - "კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება"

No comments:

Post a Comment