მელანო ზუკაკიშვილი - ექსპრომტი

მერე რა, თუ გარეთ წვიმს და
ჩამოიქცა ქვეყნად ზეცა.
მერე რა, თუ ქარი ქრის და
ფიქრსაც სევდის ფერი ეცვა.

გაიღიმე, ჩემო კარგო,
გადი წვიმას ესაუბრე,
დამიჯერე, არ ინანო,
თუ ცხოვრებას ვერ გაუგე.

მოვა დრო და მიხვდები, რომ
მთავარია ქვეყნად ერთი,
ის რომ გქვია ცოცხალი და
გიცავს სიყვარულის ღმერთი.

Melano Zukakishvili - Eqspromti
მელანო ზუკაკიშვილი - ექსპრომტი

No comments:

Post a Comment