მელანო ზუკაკიშვილი - გულთან ახმიანდი

შენმა სიყვარულმა ფრთები შემასხა და
ფიქრად გამიტაცა, შორეულ სივრცეში.
შენმა სიყვარულმა წერა შემაყვარა,
თოვს და შენს ნაკვალევს უაზროდ მივყვები.

ჩემი იმედი ხარ, ჩემი ბედისწერა,
ჩემი ახდენილი ოცნების მწვერვალი.
ლექსი მე კი არა ღამემ დაგიწერა,
იცი?! ბავშვობიდან მუდამ შენ გეძახდი.

როგორ შეგეჩვიე, ფიქრსაც ვერ გაშორებ,
ყველა ახალი დღის შენ ხარ განთიადი.
თუ კი მზის ჩასვლისას მუზა მიმატოვებს,
მოდი და ჩემს გულთან ისევ ახმიანდი.

მოდი მომიტანე ფერთა სიფაქიზე,
ჩემთვის უჩვეულო დღეთა გაჟღერება.
ეჭვით ნაწამები მთვარეც, რომ ატირდეს,
ყველა ღამე, მაინც შემთვის გათენდება.

Melano Zukakishvili - Gultan Axmiandi
მელანო ზუკაკიშვილი - გულთან ახმიანდი

No comments:

Post a Comment