მელანო ზუკაკიშვილი - როგორ?!

მინდა ვიყო ბედნიერი, მაგრამ როგორ?!
როცა ირგვლივ ათასობით მშიერია!!!
მინდა ვიყო ბედნიერი, მაგრამ როგორ?!
როცა სხვები ტკივილებით იღლებიან!!!

მინდა ძლიერ მიხაროდეს ცხოვრება და
სიხარულით ვხმაურობდე ალიონზე,
მაგრამ როგორ, როცა აქვე მორგია და
მიცვალებულს დასტიროდნენ, გავიგონე.

მინდა ვთქვა, რომ ცხოვრებაა მშვენიერი,
სამყარო, კი გაჟღენთილი სიხარულით,
მაგრამ როგორ, როცა დედა შვილს მოელის
და საბრალოს ეტყვიან, რომ ის არ მოდის.

როცა, ირგვლივ ათასობით ობოლია,
ათასობით უსახლკარო, მათხოვარი.
შენ კი იყო ბედნიერი, როგორია?!
როცა იცი, ტკივილი რა ახლოს არის.

როცა დედებს კვლავ შვილები უკვდებიან,
ბავშვებს მძიმე დიაგნოზით აცილებენ.
როცა ირგვლივ სიბოროტის სინდრომია
და სიკეთის მთლად გაქრობას აპირებენ.

ახლა მე არ შემიძლია, რომ ვუწოდო,
დედამიწას მშვენიერი, მაპატიეთ,
ჩემთვის ახლა ცხოვრებაა უსამართლო
და ტკივილი ჩემს გონებას აპატიმრებს.

რა ვქნა, თუ ვარ სამყაროზე გულნატკენი,
სამართალსაც ვიცი, მაინც ვერვის მოვთხოვ.
მინდა ვიყო უსასრულოდ ბედნიერი,
მინდა ვიყო, მაგრამ ღმერთო,
როგორ?!......
როგორ?!......

Melano Zukakishvili - Rogor?!
მელანო ზუკაკიშვილი - როგორ?!

No comments:

Post a Comment