მე სიცოცხლიდან სიკვდილამდე ზღვარი გავავლე,
არტერიებში სისხლს მიყინავს ფიქრი სიკვდილზე.
თუ კი შევძელი ბუნების ამ კანონს დავარღვევ,
ვიბრძოლებ, იქნებ უკვდავების არსთან მივიდე.
ნეტავ შემეძლოს, გავაქრობდი ამ დაუწერელ,
უსამართლო და დამანგრეველ უბედურებას.
თითოეულ მოკვდავს ვაჩუქებდი მარადისობას
და მერე იქნებ, ყველა დარდი გულზე მომეშვას.
Melano Zukakishvili - Me Sicocxlidan Sikvdilamde Zgvari Gavavle
მელანო ზუკაკიშვილი - მე სიცოცხლიდან სიკვდილამდე ზღვარი გავავლე
No comments:
Post a Comment