ერთმანეთს შემთხვევით ვეხებით ფიქრებით,
მგონია შორს ხარ და არადა ახლოს ხარ.
ბავშვივით ვზივართ და ვთამაშობთ რითმებით,
გახსოვს? ის ღამე წვიმა რომ გვათბობდა.
ისეთი დიდი ხარ, თან ისე პატარა,
ვხვდები რომ ნელ-ნელა მაბერებს ჭაღარა.
უსიტყვოდ მიდიხარ, თვალს გამოგაყოლებ,
დამტოვებ უაზრო ლექსების ამარა.
შენა ხარ დავინჩი, ფერების ავტორი
ხოლო მე ჯოკონდა შენს მიერ ნაქსოვი.
მე შენგან ვისწავლე სამყაროს ფერება,
და უკვე ცხოვრებაც სიზმარში მერევა.
მე არ ვარ მადონა კონესტაბილე,
თუმცა შენ გიწოდე რაფაელ სანტი.
გეტყვი რომ ზეცისკენ გაფრენას ვაპირებ
და რომ ჩემს იმედს საოცრად გავდი.
მე არც ვენერა ვარ, ბერძნების ქალღმერთი,
მაგრამ შენ შეგადრი სანდრო ბოტიჩელს.
ჩემი ლექსების მფლობელად გაქციე და
რითმად საოცარ სტრიქონებს მოგიმღერ.
მე შენ მოგიძღვენი ცის ნაზი ცრემლები,
ფიქრად დაგიხატე ჩუმი იმედები.
ახლა კი ცხოვრებას ფერებში ავრევ და
შენი სიყვარულით კიდევ გავგიჟდები.
თვალებს დავხუჭავ და კვლავ ვიოცნებებ
აპრილზე, ცეკვაზე, ცხოვრების გეგმაზე.
გპირდები დრო მოვა ერთხელ მეც გავხდები,
შენი სამყაროს ვარდების მებაღე.
მეც დაგწერ ფერებად, სასწაულ ფრესკებად,
ჩემგანაც ისწავლი ცხოვრებას, ოცნებას.
შენც ნახავ ოდესმე ცას ვარდისფერებად
და ნახავ მთვარე მზეს რომ ეფერება.
არ გჯერა? მომენდე, მინდა შენც განახო,
ის რაც რომ მე უკვე ათასჯერ ვიხილე.
მინდა შენც შეიგრძნო იმ წამის სიამე,
როდესაც მზე მთვარის გულმკერდზე იძინებს.
მინდა რომ გიამბო ამბები საჩვენო
და მინდა ზღაპრული სამყარო გაჩვენო.
თვალლები დავხუჭოთ, დავთვალოთ რითმები
და ისევ ერთმანეთს შევახოთ ფიქრები.
Melano Zukakishvili - Minda Zgapruli Samyaro Gachveno (Anu "Vtamashobt Ritmebit")
მელანო ზუკაკიშვილი - მინდა ზღაპრული სამყარო გაჩვენო (ანუ ''ვთამაშობთ რითმებით'')
No comments:
Post a Comment