მელანო ზუკაკიშვილი - უფლის პოემა

სამყარო უფლის პოემაა,
ქვეყნები დაყოფილი ტომებად,
ყველა ტომს თავისი გმირები ჰყავს,
ყველა გმირს თავისი ცხოვრება.

ხმელეთი წიგნია სქელ ყდიანი,
უფალი სამყაროს მწერალი.
ყველა გმირს თავისი ბედი აქვს
და ჩვენ... ამ ბედის მდევარი.

მივყვებით საკუთარ ბედისწერას,
გვერდს ვერ ავუვლით ვერავინ.
უფალმა ყველას მოგვისაჯა
ცხოვრების მალული მზვერავი.

ყველას აქვს თვისი ისტორია,
ზოგი სათნოა და კეთილი,
ზოგის გმირი კი ბოროტია,
ზოგიც ეშმაკის ვექილი.

ერთ დიდ წიგნშია მოქცეული,
სამყაროს დიადი ისტორია.
და ყველა გმირი უნებურად
მწერლის განაჩენს მინდობია.

მართლაც ბრწყინვალეა ეს პოემა,
გირჩევთ გულისყურით წაიკითხოთ.
ყველამ სიკეთე დათესოთ და
აროდეს არვინ განიკითხოთ.

თორემ უცნაური შიში მიპყრობს,
ზოგჯერ დამაფიქრებს განგება.
ხომ იცით ამ ქვეყნად ყველა წიგნი
ადრე თუ გვიან მთავრდება.

და მეც ამედევნა ეს ფიქრები,
აზრებს ვერ ვიშორებ თავგასულს,
ვშიშობ რომ უფალიც ამ პოემას
ოდესმე მიაწერს ''დასასრულს''.

Melano Zukakishvili - Uflis Poema
მელანო ზუკაკიშვილი - უფლის პოემა

No comments:

Post a Comment