ბედისწერა და მიაფრენს ბნელ სივრცეში.
განა ვცხოვრობ, ვცრუობ თითქოს მეცხოვრება,
არადანი ვიყავი და ვერ ვირჩევდი,
იმასაც რაზეც მუდამ გულით ვოცნებობდი,
რასაც ნატვრად გაივლებდა ჩემი გრძნობა.
რა ვიცოდი თუ უფსკრულში მოვხვდებოდი,
როცა სული ვარსკვლავებთან ფრენას მთხოვდა.
თვალს ვახელდი და სარკმელთან ხროტინებდა
ალიონი, სისხლად ვენებ გადახსნილი.
მუდამ მწამდა მაინც ბოლოს მომიღებდა,
ჩემი სული, ანარქიით გადაღლილი.
თავდახრილი ვდგავარ თოვლით გადაფენილ
თეთრი სივრცის პათეტიკურ ლაბირინთში.
გიყურებ და თითქოს დიდი არაფერი,
თუ კი ერთხელ შენს ფიქრებში გავივლიდი,
როგორც ელვა გაივლიდა ცის კაბადონს,
გავქრებოდი, განა ფიქრში დავრჩებოდი.
დარდისფერი ნისლი ერთხელ შენც დაგათრობს,
რადგან ნატვრად არასოდეს ავხდებოდი.
ღმერთის მჯერა, მაგრამ მაინც მეშინია,
სამყაროში ორი რამის და ავად ვარ,
რადგან შემშლის სიკვდილი და უშენობა,
მზად ვარ მოვკვდე, მაგრამ შენ კი ვერ დაგკარგავ.
Melano Zukakishvili - Roca Suli Varskvlavebtan Frenas Mtxovda
მელანო ზუკაკიშვილი - როცა სული ვარსკვლავებთან ფრენას მთხოვდა
No comments:
Post a Comment