ისე ვჩქარობ სურვილების ასრულებას,
დრო გადის და თითქოს რამეს ვერ მოვასწრებ.
ცხოვრების გზა თითქოს მალე დასრულდება
და ლექსების ბოლოს ხელსაც ვერ მოვაწერ.
დროს ვემდური, მგონია რომ არ მინდობს და
ისე გარბის პულსი ფეთქვას ვეღარ ასწრებს.
ლექსის წერა, დამიჯერეთ არ მინდოდა,
მაგრამ რაღაც უხილავი ძალა მაბნევს.
მგონია, რომ ამ ნაწერში სულს ჩავაქსოვ
და დარჩება ჩემი სული მუდამ თქვენთან.
მწამს რომ ასე საუკუნეც ვერ გამაქრობს,
ლექსი გეტყვით იმას, რაც მე უნდა მეთქვა.
დრო არ მყოფნის, ახლა თითქოს იმდენი ხართ.
ვერ ვასწრებ, რომ სიყვარული გაგიმხილოთ.
თურმე ყველა, ისე ძლიერ მყვარებიხართ,
მე ეს გრძნობა არ გამწირავს სასიკვდილოდ.
ახლა ვხვდები, უსაფუძვლოდ მეშინია,
ეს სული, კი მგონი მართლა შეშლილია.
Melano Zukakishvili - Me Es Grdznoba Ar Gamwiravs
მელანო ზუკაკიშვილი - მე ეს გრძნობა არ გამწირავს
No comments:
Post a Comment