მელანო ზუკაკიშვილი - უცხო

გრძელდება წვიმების
უსაზღვრო დინება.
ნისლების პერანგი
ჩაუცვამს ექსლებანს.
ქუჩებში დუმილის
საღამო იღვრება,
ჭადრებიც ვერ გცნობენ,
''Bonsoir'' ! - ''ეს მე ვარ''.
გაჰყვები ფიქრებში
გართული ჰიუგოს
ქუჩას და მიაღწევ
მხიარულ ''Place Revard''-ს...
და ისევ ვერ გცნობენ
მდუმარე ჭადრები...
ჩუმად ესალმები...
''Bonsoir'' - ''ეს მე ვარ''.
წვიმა კი წკარუნობს
''უცხო ხარ''... ''უცხო ხარ''...
და ახლა ხვდები, რომ
გაკლია სულ ცოტა...
ყელში გაქვს ცრემლები,
ყელში გაქვს სიტყვები,
და ფრანგულ კაფეში,
დარდისგან იცლები.
- ''un cafe, s'il vous plait''...
სიგარეტს უკიდებ...
ზუზუნებს ''ადამო''
და შენ გძულს სამყარო.
გრძელი ავენიუ...
დაორთქლილ მინაში
''უცხოა''... ''უცხოა''...
და შენ ხარ წყვდიადში.
უშაქრო ყავა და
სალვატორ(ე) ადამო...
''უცხო ხარ'' - ეს ტვირთი
სულ უნდა ატარო...
და გტკივა...
და გცივა...
და ''უცხო'' წვეთები...
მინაზე უტიფრად
კვლავ ცვივა...
კვლავ ცვივა...
მტანჯველი ფიქრები გულით დაგაქვს...
კაფეზე წარწერა - ''l'arbre à palabres''...

Melano Zukakishvili - Ucxo
მელანო ზუკაკიშვილი - უცხო

No comments:

Post a Comment