მურმან ლებანიძე - "ჩარჩი, ლაჩარი, გამცემი"

ჩარჩი, ლაჩარი, გამცემი -
საქმეს საკუთარს ვჩარხავდით...
ვწერ კაცის აუგს გარჩევით, -
არა, არც ისე ჩავღამდით:
შინ ვბრუნდებოდით ნაცემი
ძაღლივით - კაცებს ვმარხავდით...
მთლად უკაცობას არ ვჩივი
ჩვენს დროშიც იყვნენ კაცები,
თქვენც -
ღმერთმა ნუ ჰქნას, არ გყავდეთ!

Murman Lebanidze - Charchi, Lachari, Gamcemi
მურმან ლებანიძე - ჩარჩი, ლაჩარი, გამცემი

No comments:

Post a Comment