მურმან ლებანიძე - "არის სკულპტურა..."

არის სკულპტურა -
ქვა, ბრინჯაო და თაბაშირი,
არის - ფერწერა
და გრაფიკა მწერლობის ხვედრად...
თავის ბუხართან
ბარეორ თვეს ჯდა გაბაშვილი
და გვარს და სახელს,
ღარიბს ჩემსას, ჩუქურთმით წერდა...

მან დაახატა
ცხოვრების ხე პოეტის რჩეულს! -
რა ოსტატობით
გვარ-სახელი წიგნზე დახლართა!
ხატავდა გოგი წერეთელი
წიგნს ჩემსას წლეულს
და მირზაშვილმაც
არა ერთხელ ჩემთვის დახატა...

მადლობა ყველას!
მოგონების ვშლი, ვფურცლავ დავთვრებს,
ვრაცხ მოზიარეთ
პოეტისას აზრის და ფიქრის...
ეს გაუმარჯოს, -
ვამბობ ჩემთვის, - წიგნისას მხატვრებს,
და დიდს, მეორე პოეზიას-
გაგებას წიგნის!

Murman Lebanidze - Aris Skulptura...
მურმან ლებანიძე - არის სკულპტურა...

No comments:

Post a Comment