ათრთოლებული სისხლითა და სულზე ჭრილობით,
მე სამარხიდან გასვლასა და ლოცვას ვცდილობდი.
ეს შემოდგომაც ჩემს ჯინაზე ადრე მოვიდა
და შეციებულ სხეულიდან გასვლა მომინდა.
გასვლა მომინდა გალაქტიკის ყველა გარსიდან,
მომინდა ყოფნა იმ მხარეში სადაც არ ცივა.
სადაც სიხარულს ვერ მომიკლავს მელანქოლია,
იქ თურმე ღამეს ოცნებების ფერი ჰქონია.
სივრცე სავსეა ჭრელ-ჭრელი და ფერადი ხალხით
მე კი ღმერთებო, სიმარტოვის ეტლებზე დამსვით.
ხმაურობს ღამე, უხარია ყველას ცხოვრება
და მე ვდუმდები, ქაოსური ბოდვა მომბეზრდა.
წუხელ სხეული შევაფარე ბებერ აკლდამას,
სისხლს კი ჩემს გულში დაშრობამდე წვეთიღა აკლდა.
ტკივილი ფრესკად ავაკარი რძისფერ მთვარეზე,
დადრი ფიქრებში აკორდებად სუნთქვით გავლექსე.
რა დროს ლექსია, დამსხვრეულა რწმენის კრისტალი
და ჩემი სულის კელაპტარი ბჟუტავს მიმქრალი.
შემომეხვია ცივ სხეულზე შიშის მანტია,
გულის ფიცარი სევდის ქარმა შემოამტვრია.
მე მეშინია მტვრით ავსილი ბნელი ქარების,
თუმცა ლექსების თეთრი ღეძით ცამდე ავედი.
ქედს არ მოვიხრი ამ მტანჯველი ყოფის წიმაშე,
არ დავეცემი და მიზნამდე მაინც მივაღწევ!
Melano Zukakishvili - Atrtolebuli Sisxlita Da Sulze Chrilobit
მელანო ზუკაკიშვილი - ათრთოლებული სისხლითა და სულზე ჭრილობით
რა კარგ ლექსებს წერ, ვინ ხარ რო ესე არსად ხარ და ამხელად გრძნობ ამ თემებს.
ReplyDelete