არ დაგპირდები არაფერს,
არ გეტყვი სიტყვებს ლამაზს.
უბრალოდ კოცნით აგავსებ,
ასე აგირევ თავგზას.
არ მოგიყვბეი მოგონილ,
ლამაზად ნათქვამ ამბებს.
უბრალოდ მოგეფერები,
ასე აგიყვან ცამდე.
არ გაიძულებ არაფერს,
ოცნებით წლებსაც გავლევ.
არ ვითხოვ რამე სასწაულს,
მინდა უბრალოდ მყავდე.
Melano Zukakishvili - Minda Ubralod Myavde
მელანო ზუკაკიშვილი - მინდა უბრალოდ მყავდე
No comments:
Post a Comment