მუხრან მაჭავარიანი - ღმერთო მიცოცხლე მეგობრები!

ღმერთო,
მიცოცხლე მეგობრები,
ვინც დღემდე მომყვა!
რა სიცოცხლეა! -
სიცოცხლე თუ უმეგობროა?!
თავს უმეგობროდ
(ღმერთმა ნუ ქნას!) - იგრძნობ როგორღა! -
თვით მეგობრებში
ხარ როდესაც ხანდახან ობლად.

რა ბედენაა! -
უკვდავების რომც იყო წყარო!
რა ოხრად გინდა! - ოქსინოსი გესხას ლაბადა!
უკეთუ შენი კარგი საქმით
არავინ ხარობს! -
თუ გინდ, ყალბადა!

ღმერთო,
მიცოცხლე მეგობრები,
ვინც დღემდე მომყვა!
ზოგი ტლანქია,
ზოგი რბილი,ვითარცა თოქმა,
ხეირიანად ლაპარაკიც არ იცის ზოგმა! -
რა ვუყოთ მერე! -
მთავარია, - არ იყო ბოღმა!

ღმერთო,
მიცოცხლე მეგობრები,
ვინც დღემდე მომყვა  

Muxran Machavariani - Gmerto Micocxle Megobrebi!
მუხრან მაჭავარიანი - ღმერთო მიცოცხლე მეგობრები!

No comments:

Post a Comment