ხანდახან, -
ზვა რომ
თავს აიწყვიტავს,
ანდა,
როდესაც
მზე ზღვაში ყვინთავს -
მიმოიხილოს
ჩაძირული
რათა ქალაქი...
თავისი ცითა,
თავისი ზღვითა,
ბზიფითა ლურჯით,
გეგათი თეთრით,
განსაკუთრებით ავადჰარათი,
ეს აფხაზეთი!
ეს აფხაზეთი! -
იცია?! -
არის რა საოცარი?!
დვრინს ერთვის ზღვისას
ჩურჩული წყვილთა,
ფოთოლთით მთვარე
გამოშუქს ყვითლად,
ვით ფორთოხალი...
და,
გინდა,
გინდა,
მოახტე გინდა,
მოახტე გინდა
ზურგზე თოხარიკს,
გაფრინდე გინდა,
ვით ჯადოქარი,
სახეში გინდა
გცემდეს ფაფარი,
მილახ-მოლახო,
გინდა მთაბარი,
სიცოცხლე გინდა,
მოკლედ,
რომ
ხარ,
იქ.
Muxran Machavariani - Iq
მუხრან მაჭავარიანი - იქ
No comments:
Post a Comment