ვერ შეედრება ვერაფერი ამქვეყნად შაირს!
პროზა?! ესეი?! -
რისი ფლავი,
ბოზბაში?!
რაიცა იყო,
რაცაა და
იქნება რაიც,-
მოქცეულია ერთ ჯიგრიან კალმის მოსმაში!
ვალდებულია, - პოეტს ყველა მოეპყრას ნაზად,
ის სამშობლოსას წარმოადგენს რამეთუ ლაზათს.
მწარე სინანულს განიცდიან ყველანი ახლა,
ვინც არ ჩააგდო თავის დროზე პოეტი ძაღლად:
ხონთქარი, - პოეტს არ უბოძა რომელმაც კვართი,
მებაღე, - პოეტს არ მიართვა რომელმაც ვარდი,
ქალწული, - პოეტს არ აღირსა რომელმაც ხელი,
მეჯოგე, - პოეტს არ ათხოვა რომელმაც ცხენი.
ვერ შედრება ვერაფერი ამქვეყნად შაირს!
პროზა?! ესეი?! -
რისი ფლავი,
რისი ბოზბაში?!
რაიცა იყო,
რაცაა და
იქნება რაიც,-
მოქცეულია ერთ ჯიგრიან კალმის მოსმაში!
Muxran Machavariani - Raica Iyo, Racaa Da, Iqneba Raic
მუხრან მაჭავარიანი - რაიცა იყო, რაცაა და, იქნება რაიც
No comments:
Post a Comment