გარეთ ისე მორცხვად
მორიდებით წვიმს,
წვიმის წვეთი დარდებს
უხმაუროდ შლის.
მეც დავნებდი ასე
გავატანე სევდა,
გავატანე ის რაც
ტკივილივით მდევდა.
ცას მივანდე ბედი,
შევუერთდი წვიმას,
სევდიანი ფიქრი
წვიმის წვეთებს მიაქვს.
გაზაფხულის თბილი
უხმაურო წვიმა,
ისე მორცხვად მოდის,
თითქოს მზე პირს იბანს.
მორიდებით, ნაზადდა
ასველებს ვარდების,
ცხოვრება კი ასე
კვლავ თავს შემაყვარებს.
Melano Zukakishvili - Gazafxulis Wvima
მელანო ზუკაკიშვილი - გაზაფხულის წვიმა
No comments:
Post a Comment