მელანო ზუკაკიშვილი - ''დრონი მეფობენ''

ალბათ როგორ გიკვრით ახლა აქ რომ მხედავთ,
თქვენ ხომ ჭაობებთან დამტოვეთ.
გახსოვთ? როგორ გთხოვდით ხელის მოშველებას,
გახსოვთ? მოწყალებაც რომ გთხოვეთ.

წუმპე მახრჩობდა და თვალებით გეძახდით,
თქვენ კი ყურიც არ მათხოვეთ.
როგორ მჭირდებოდა მომაკვდავს ნუგეში,
და თქვენ უმოწყალოდ დამტოვეთ.

ცხოვრებით დაღლილი ძალას ვერ ვიკრებდი,
ნელ-ნელა ვეფლობოდი ჭაობში.
შველა მჭირდებოდა, ფეხზე წამოდგომა,
თითქოს გავიჭედე საცობში.

გზას ვეღარ ვაგნებდი, თვალთ მიბნელდებოდა,
სინათლეს ვეღარსად ვამჩნევდი.
ირგვლივ არვინ იყო რომ გადავერჩინე,
შიში დამეუფლა ეულად დარჩენილს.

მაგრამ არ დავნებდი, ძალა მოვიკრიბე და
ამ ცხოვრებას ჩავურთე ბარომეტრი.
მთელი ძალისხმევა კლდეებს შევალეწე,
მაგრამ ხომ ხედავთ მაინც წამოვდექი.

სული დამეფლითა, გული დამეკოჟრა,
მუხლი მომეკვეთა, ფეხზე ვერ დავდექი,
მაგრამ საკუთარ თავს ხელი ჩავკიდე და
ხედავთ? ფერფლისაგან ხელახლა აღვსდექი.

და უკვე აქ ვარ თქვენს თვალწინ ძლიერი,
მე თუ გული არ მაქვს ღმერთი მოგიტევებთ.
ვიღას უნდა ვენდო, ცხოვრებამ მასწავლა,
რომ ბევრი ძუ მგელი სიკეთეს იჩემებს.

ბოლო სიტყვას გეტყვით, რომ დრონი მეფობენ,
ოდესმე მეც გნახავთ მუხლებზე დამხობილს,
მაგრამ ნუ იდარდებთ მე ხომ თქვენ არ გგავართ,
მაინც მოგიტევებთ ძველ ცოდვას გამხელილს.

Melano Zukakishvili - Droni Mefoben
მელანო ზუკაკიშვილი - 'დრონი მეფობენ'

No comments:

Post a Comment