მურმან ლებანიძე - "ღრუბლები ჩაივლიან..."

ღრუბლები ჩაივლიან
და ტყეებს გაბურავენ,
ამობოლდებიან
ნისლები უღრანებით....
შენ ნუ გეწყინება
პოეტის სამდურავი-
ის ცხოვრობს გალუმპულ
ტყეების მწუხარებით.

დაღლილის, დაშლილის,
დაჭრილის, ხეიბრის,
ხელჩაქნეულის და
ყასიდად უკარებლის
შენ ნუ გეწყინება-
ის ცხოვრობს ღრეების,
ის ცხოვრობს გალუმპულ
ტყეების მწუხარებით.

Murman Lebanidze - Grublebi Chaivlian...
მურმან ლებანიძე - ღრუბლები ჩაივლიან...

No comments:

Post a Comment