შესაბრალისია სულის სიმახინჯე,
გული დამიფლითა უხმო ნაგესლარმა.
ისევ ფიქრნარევი სევდით მივაბიჯებ,
ისევ დაიკვნესა მიწამ ნატერფალმა.
იქნებ როგორ უმძიმს მიწას ჩვენი ზიდვა,
იქნებ როგორ სტკივა მშრალი იარები.
ისე დავაბიჯებთ არც კი დავფიქრდებით,
მერე მოვიშორებთ ცოდვას ზიარებით.
შესაბრალისია სულის სიმახინჯე,
დრო ვერ მოერევა სიტყვას წამოსროლილს.
ვიდრე ბოროტება საზღვრებს ინაპირებს,
მოდი გამოვფხიზლდეთ, დროა დაფიქრების.
ვიდრე ანტი ქრისტე ისევ არ შობილა,
ვიდრე ვერას გვაკლებს ბრძოლა წარმართების.
ყინვა დავივიწყოთ, ვითომ არც ყოფილა,
სითბოს გამოვუღოთ ფართოდ დარადები.
გული ავაძგეროთ მხოლოდ სიკეთისთვის,
ვიდრე ამა ქვეყნის გზებზე მივაბიჯებთ.
თორემ დაგვიმძიმდა ცოდვის კიდობანი,
შესაბრალისია სულის სიმახინჯე.
Melano Zukakishvili - Sulis Simaxinje
მელანო ზუკაკიშვილი - სულის სიმახინჯე
No comments:
Post a Comment