ქარი ქროდა და ქროდა,
დარდიც აღარა მქონდა.
მივუყვებოდი ქუჩებს,
სულ ერთი იყო თურმე,
ირგვლივ სულ ყველა აზრი,
ირგვლივ სულ ყველა ჭორი,
სულ ერთი იყო უკვე,
მანძილი ძალზე შორი.
ქროდა, ქროდა და ქროდა,
ქარი ანგრევდა დოგმებს,
ვერსად წაუხვალ ვერა,
ემოციას და გრძნობებს.
წვიმის ვერცხლისფერ წვეთებს,
ვეცეკვებოდი ქარში
და მე ვიყავი იმ დროს,
მთელი სამყაროს ბავშვი.
ქარი ქროდა და ქროდა,
მიწას აცლიდა მთებს.
მეც გამიტაცა სადღაც,
როგორც უფესვო ხე.
ქროდა, ქროდა და ქროდა,
დაღი დაასვა მზეს,
ქარმა აჯობა ნისლებს,
დარდი წარსულში თვლემს.
უკვე არაფერს ვდარდობ,
ნატვრაც დავკარგე ქარში.
ვიხეტიალებ ქვეყნად,
უმისამართო ბავშვი.
Melano Zukakishvili - Qari Qroda
მელანო ზუკაკიშვილი - ქარი ქროდა
No comments:
Post a Comment