მურმან ლებანიძე - "ნისლში მოჩანს წარსული და მყობადის გზაშარა..."

ნისლში მოჩანს წარსული და მყობადის გზაშარა...
ქართლ-კახეთი,
გურია,
სამეგრელო,
აჭარა...

არა ვგონებ, ყოველი ვითომც დაკარგულია...
ჯავახეთი,
მესხეთი,
იმერეთი,
გურია...

ვარ და
ვრჩები უტეხი, ვცხოვრობ, ვცოცხლობ ხვალეთი...
ფშავი,
რაჭა-ლეჩხუმი.
ხევსურეთი,
სვანეთი...

ათასწლებში მიიკვლევს წყვდიადს ჩემი გზაშარა...
იმერეთი,
გურია,
სამეგრელო.
აჭარა....

Murman Lebanidze - Nislshi Mochans Warsuli Da Myobadis Gzashara...
მურმან ლებანიძე - ნისლში მოჩანს წარსული და მყობადის გზაშარა...

No comments:

Post a Comment