მურმან ლებანიძე - "წკრიალებს სიტყვა"

წკრიალებს სიტყვა,
ნათლად ამბობ შენ სათქმელს შენსას,
რასაც შენ ამბობ,
სულ წკრიალებს,
სულ ილეკრო, სულ ლითონია...
- ხარ პრიმიტივი! -
კრიტიკოსი გარიგებს ბეჩავს, -
დღეს სინათლე ცუდი ტონია!..

მე ჩემსას, ძამა! შენ - შენი წერე! -
მაგასაც ვიკითხავ ასი წლის მერე!

Murman Lebanidze - Wkrialebs Sityva
მურმან ლებანიძე - წკრიალებს სიტყვა

No comments:

Post a Comment