მურმან ლებანიძე - გადასასვლელთან

მოხუცი - წაიქცა,
თეთრი რძე - დაიქცა,
შავი ასფალტი
დედაბრისას სამოსელს იკრობს...
ტრანსპორტი - აიძრა,
ქალაქი - გაიქცა,
მესამე დღეა,
კაცი ვინმე ამაზე ფიქრობს...

ათასი კაცი
უყურებდა იმ რძის დაქცევას,
გასისხლულ მაჯას,
შუშას მსხვრეულს,
დედაბრის წაქცევას -

სწუხს კაცი ერთი
(ერთადერთი“) ქალაქის გაქცევას.

Murman Lebanidze - Gadasasvleltan
მურმან ლებანიძე - გადასასვლელთან

No comments:

Post a Comment