ოთარ ჭილაძე - "მშვიდობით, მშვიდობით… კმარა!"

მშვიდობით, მშვიდობით… კმარა!
მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც.
და, სხვისთვის იქროლოს ქარმა,
და, სხვისთვის ანათოს მთვარემ.

მე უკვე ჩავკეტე კარი -
სხვა კაცად ვიქეცი თითქოს -
ძაღლივით დავტოვე გარეთ,
რაც იყო, რაც უკვე იყო…

Otar Chiladze - Mshvidobit, Mshvidobit... Kmara!
ოთარ ჭილაძე - მშვიდობით, მშვიდობით… კმარა!

No comments:

Post a Comment